გამოცხადება ახალ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

მათეს 5:17-18
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.  ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.

რომაელთა 3:21-22
ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.  ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება,

2 ტიმოთეს 3:14-15
შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;  რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,

2 პეტრეს 3:15-16
და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;  ამის შესახებ ლაპარაკობს იგი ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ.

გამოცხადება 22:18-19
და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.  თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.

მეორე რჯული 4:2
არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.

მეორე რჯული 12:32
ყოველი სიტყვა, რასაც გამცნებთ დღეს დაიცავით და აღასრულეთ, არც დაუმატოთ რაიმე და არც გამოაკლოთ.

ებრაელთა 1:1-2
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,  ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.

ებრაელთა 2:1-4
ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.  რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,  ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;  რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.

ებრაელთა 12:22-27
არამედ მიეახლეთ სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს და ათიათასობით ანგელოზს, მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;  და ახალი აღთქმის შუამავალს – იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.  ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ – თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,  რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.  ეს „კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.

კოლასელთა 1:25-27
რომლის მსახურიც გავხდი მე, ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა,  ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს, რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,

იოანეს 1:9-18
იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.  იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.  თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.  ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.  და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.  იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: „ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.  მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.  ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

საქმეები 4:12
სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.

გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.

ებრაელთა 2:14
რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;

2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.

კოლასელთა 1:15
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,

ფილიპელთა 2:6
მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,

ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

იოანეს 1:14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.

იოანეს 16:12-15
კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.  მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.  იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.  ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

იოანეს 14:16-17
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.  ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

1 იოანეს 3:6
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

საქმეები 2:1-12
ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.  მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.  და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.  ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.  და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.  როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.  ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: „განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?  როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?  პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი, როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.  ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ნეტა, რას ნიშნავს ეს?”

1 კორინთელთა 12:28-30
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.  ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება?  ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?

Advertisements