ვარსკვლავები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 146:4
ის თვლის ვარსკვლავებს, ყველას თავის სახელს უწოდებს.

ფსალმუნები 8:3-4
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?

დანიელი 12:3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი – ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 135:7-9
დიდი მნათობები შექმნა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. მზე – დღის განმგებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. მთვარე და ვარსკვლავები – ღამის განმგებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ესაია 40:26
მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.

დაბადება 1:14-18
თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი – დღის მმართველად, ხოლო მცირე – მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.  დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად, რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

1 კორინთელთა 15:41
სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.

ამოსი 5:8
მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

Advertisements
%d bloggers like this: