აბუჩად აგდება ბიბლიის მუხლები

იგავნი 15:5
სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება.

იგავნი 23:22
უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი.

ფსალმუნები 2:4
მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.

2 ნეშტთა 36:16
მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ხალხს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.

ფსალმუნები 77:10
მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.

ზაქარია 4:10
რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ უმზერენ.

მათეს 7:6
ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.

რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ?

2 პეტრეს 3:3
უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.

2 პეტრეს 2:9-10
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად, უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი,

Advertisements