ადამი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:45
ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად.” ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად.

დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

დაბადება 1:26
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”.

1 კორინთელთა 15:22
ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

რომაელთა 5:14-19
მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

1 ტიმოთეს 2:14
ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა.

ოსია 6:7
ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.

ესაია 43:27
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი დამცველები გადამიდგნენ.

იობი 31:33
განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, რომ უბეში შემემალა ჩემი შეცოდება?

დაბადება 5:1-5
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს. იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. და შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა რვაასი წელი, და შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი ადამისა, რაც მან იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელიწადი, და მოკვდა.

დაბადება 4:1
და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: „უფლის წყალობით შემეძინა კაცი.”

დაბადება 4:25
და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი დედაკაცი. და შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი, რადგან, როგორც ევამ თქვა: „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.”

1 ტიმოთეს 2:13
ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

Advertisements