ადამიანები, რომლებიც სწორად მოიქცნენ ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:9
ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.

დაბადება 7:1
უთხრა უფალმა ნოეს: „შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

2 მეფეთა 8:15
მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.

იობი 1:22
ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.

იობი 2:10
უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.

ლუკას 2:25
და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.

მათეს 21:32
რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

3 მეფეთა 15:4-5
დავითის გამო მისცა უფალმა, მისმა ღმერთმა, მას ლამპარი იერუსალიმში, მისი ძე დასვა მის შემდეგ, რათა განემტკიცებინა იერუსალიმი. რადგან სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არ გადაუხვევია უფლის მცნებისგან, გარდა ურია ხეთელის შემთხვევისა.

3 მეფეთა 22:43
მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.

4 მეფეთა 12:2
სწორად იქცეოდა იოაში უფლის თვალში მთელი თავისი ცხოვრება, სანამ მისი მრჩეველი იეჰოიადაყ მღვდელი იყო.

4 მეფეთა 15:34
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა.

4 მეფეთა 22:1-2
რვა წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იედიდა, ადაიას ასული, ბაცეკათიდან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.

Advertisements