ადამიანების გულისთვის ბიბლიის მუხლები

დაბადება 26:24
იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: „მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის – ჩემი მსახურის გამო”.

4 მეფეთა 19:34
მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.

4 მეფეთა 20:6
და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის.’“

ესაია 37:35
მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემი გულისათვის და ჩემი მსახურის, დავითის გულისათვის.”

3 მეფეთა 11:12-13
ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის, გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.”

3 მეფეთა 11:32
ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,

3 მეფეთა 15:4
დავითის გამო მისცა უფალმა, მისმა ღმერთმა, მას ლამპარი იერუსალიმში, მისი ძე დასვა მის შემდეგ, რათა განემტკიცებინა იერუსალიმი.

ფსალმუნები 131:10
შენი მსახურის დავითის გამო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.

ესაია 45:4
იაკობის, ჩემი მსახურისა და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე სახელით; საპატიო სახელი მოგეცი, თუმცა არ მიცნობდი.

ფსალმუნები 104:14-15
არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და მათ გამო აფრთხილებდა მეფეებს: „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ”.

ესაია 63:17
რად გადაგვახვევინე შენი გზებიდან, უფალო, და გაგვიქვავე გულები, რომ არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მსახურების, შენი სამკვიდროს ტომთა გულისთვის.

ესაია 65:8
ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, მაშინ ამბობენ, ნუ გააფუჭებო, რადგან სარგებელია მასში! ასე მოვიქცევი მათთვის, ვინც მემსახურება, რათა არ დავღუპო ყველა ისინი.

ესაია 62:1
არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით – მისი ხსნა.

ესაია 43:14
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს – თავიანთ საამაყო გემებზე.

მათეს 24:22
ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.

საქმეები 30:20
ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.

რომაელთა 11:28
დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი მამების გულისათვის.

2 კორინთელთა 2:10
ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.

1 კორინთელთა 9:10
თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.

იოანეს 12:28-30
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო. მიუგო იესომ და უთხრა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.

2 კორინთელთა 4:15
ეს ყველაფერი თქვენთვის არის, რათა მრავალთა მიმართ მადლის გავრცელებით, მრავლდებოდეს მადლიერება, ღმერთის სადიდებლად.

1 პეტრეს 1:19-20
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,


მსგავსი თემები:

მისი სახელის გულისთვის

Advertisements