ადამიანების უგულებელყოფა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 14:27
არ მიატოვოთ თქვენს მხარეში მყოფი ლევიანი, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს მას თქვენთან.

იგავნი 21:13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

იგავნი 28:27
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.

ფსალმუნები 141:2
მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.

იერემია 30:17
მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.

მეორე რჯული 33:9
რომელმაც თქვა: არ ვუყურებო ჩემს დედ-მამას; არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს; რაკი შეასრულეს ლევიანებმა შენი ნათქვამი და შეინახეს შენი აღთქმა,

მარკოზის 5:36
მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”

საქმეები 6:1
იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.

ებრაელთა 13:2
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.

ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.

იერემია 6:14
ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.

Advertisements