ადამიანი, ერთი ამოსუნთქვა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 38:5
აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; დიახ, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე.

ფსალმუნები 38:11
მხილებებით დასჯი ადამიანს ცოდვისთვის, ჩრჩილივით შეჭამ ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია; ჭეშმარიტად, ამაოებაა ყოველი კაცი.

ფსალმუნები 143:4
ადამიანი ჰგავს ამოსუნთქვას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული.

იობი 7:7
გახსოვდეთ, ერთი ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე; არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად.

იობი 7:16
მომძულდა სიცოცხლე! მუდამ ხომ არ ვიცოცხლებ. დამეხსენ, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები.

ფსალმუნები 93:11
უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.

Advertisements