ადამიანი, როგორც ბალახი ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 1:24-25
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც. უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

ფსალმუნები 102:15
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.

ფსალმუნები 89:3-6
კვლავ მტვრად აქცევ ადამიანს და ეტყვი: დაბრუნდით, ადამის ძენო! რადგან ათასი წელი შენს თვალში, გუშინდელი, განვლილი დღესავით არის, როგორც ერთი საგუშაგო ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ, სიზმარივით ჩაივლიან, ბალახივით, რომელიც ფერს იცვლის ყოველ დილით: დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.

ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.

ესაია 37:27
ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი – გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ – მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.

ესაია 40:6-8
ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება – მინდვრის ყვავილივით. ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი. ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.

ესაია 51:12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?

იაკობის 1:9-11
თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით, მდიდარი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი. ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.

Advertisements