ადამიანის გონება ბიბლიის მუხლები

იობი 12:1-3
მიუგო იობმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება. მეც თქვენსავით მაქვს გონება და არც მე ვარ თქვენზე ნაკლები ვინ არ იცის ეს ყოველივე?

1 ნეშტთა 17:2
მიუგო დავითს ნათანმა: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.

2 ნეშტთა 7:11
დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე; და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა ჩადებული უფლის სახლისთვის და თავისი სახლისთვის, წარმატებით დააგვირგვინა.

ნეემია 5:7
გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.

ფსალმუნები 18:14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

ფსალმუნები 48:3
ჩემი პირი სიბრძნეს წარმოთქვამს და ჩემი გულის განსჯა – გონიერებას.

იგავნი 15:28
დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.

იგავნი 19:21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.

დანიელი 4:16
ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.

დანიელი 5:12
რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.

დანიელი 7:1
ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.

რომაელთა 10:10
ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

რომაელთა 14:5
ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.

1 კორინთელთა 14:14-15
ვინაიდან, ენით რომ ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. მაშ, რა ვქნა? ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც.

1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

გამოცხადება 17:9
აქ არის გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზეც ეს დედაკაცი ზის;

იერემია 17:9
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?

დაბადება 6:5
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.

დაბადება 8:21
იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: „აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.

ესაია 32:6
რადგან უაზროდ ლაპარაკობს უგუნური, მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უღმერთოდ მოიქცეს და მრუდედ ილაპარაკოს უფალზე, უქონელი მშიერი დატოვოს და მწყურვალს სასმელი დაუკავოს.

რომაელთა 8:5-8
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.

ეფესელთა 4:17-18
ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში, დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

რომაელთა 1:19-32
იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ! ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ. აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.

კოლოსელთა 2:18
ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;

1 ტიმოთეს 6:5
ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

2 ტიმოთეს 3:8
როგორც იანე და იამბრე წინაღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას; გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.

რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

Advertisements