ადამიანის გზები ბიბლიის მუხლები

იგავნი 5:21
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.

ფსალმუნები 118:168
შენს წესებსა და მოწმობებს ვიცავ, რადგან შენ წინაშეა ყველა ჩემი გზა.

ფსალმუნები 141:3
როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.

იგავნი 20:24
ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?

იობი 23:10
თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.

იერემია 10:23
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.

ანგია 1:5-7
ახლა კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ რწყულდებით, იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. თუ ვინმე რამეს შოულობს, გახვრეტილი ქისისთვის შოულობს. სე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებსამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:19ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.ს!

ფსალმუნები 118:26-27
გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები. შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.

ფსალმუნები 118:59-60
ვუკვირდებოდი ჩემს გზებს და შენი მცნებისკენ ვიბრუნებდი ფეხს. ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.

ფსალმუნები 138:3
დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.

იგავნი 30:18-19
სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია: ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.

ეზეკიელი 24:14
მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” – ამბობს უფალი ღმერთი.

Advertisements