ადამიანის მანკიერება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 3:23
რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას,

ფსალმუნები 50:5
აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა დედაჩემი ჩემზე.

მარკოზის 7:20-23
და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“

იერემია 17:9-10
ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია, ვინ შეიცნობს მას? მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.

ეკლესიასტე 7:20
არ არის ქვეყანაზე მართალი კაცი, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდეს და არ სცოდავდეს.

გალატელთა 5:17
რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა ვერ აკეთოთ ის, რაც გსურთ.

დაბადება 6:5
და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო.

რომაელთა 3:9-19
მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც სწერია: „არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.” ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე.

იერემია 17:23
მაგრამ მათ არ მისმინეს და არ დამიგდეს ყური, და გაიფიცხეს ქედები, რათა არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება.

2 პეტრეს 2:14
მათი თვალები აღსავსეა მრუშებით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილნი არიან ისინი.

იოანეს 3:19
განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.

ტიტეს 1:15-16
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

ეფესელთა 5:8
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

Advertisements