ადამიანის სიბრძნე ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 36:30
მართლის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.

ფსალმუნები 47:3
ჩემი პირი სიბრძნეს წარმოთქვამს და ჩემი გულის განსჯა – გონიერებას.

იგავნი 10:31
მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.

იგავნი 9:9
შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.

დანიელი 11:33
ხალხთა შორის გონიერნნი მრავალთ შეაგონებენ, თუმცა კი მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით, ტყვეობითა და ძარცვით იქნებიან შევიწროებულნი.

ეკლესიასტე 8:1
ვინ არის ბრძენის მსგავსი? და ვინ იცის საგანთა ახსნა? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათებს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.

იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.

იგავნი 24:3-6
სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება იგი. ცოდნის გამო ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საამური სიმდიდრით. ბრძენი ადამიანი ძლიერია, მცოდნე კაცი ძალას იკრებს, რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.

დანიელი 12:3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი – ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

ეკლესიასტე 9:13
კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზის ქვეშ; რომელმაც გამაოცა მე:

იობი 13:5
ნეტავ სულ დადუმდებოდეთ, ეს იქნებოდა თქვენთვის სიბრძნე.

იერემია 49:7
და ამბობს ცაბაოთ უფალი ედომზე: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაქრა გონიერთა რჩევა? და დაჩლუნგდა მათი სიბრძნე?

იგავნი 21:11
დამცინავის დასჯისას გულუბრყვილო გონიერდება ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას.

ეკლესიასტე 8:5
მისი ბრძანების დამცველს ბოროტება არ შეხვდება, ჟამიც იცის და სწორი ქცევაც ბრძენკაცის გულმა,

კოლოსელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.

იაკობის 3:13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.

ლუკას 16:8
და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.

Advertisements