ადამიანის სიყვარული ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

1 ტიმოთეს 1:5
ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით,

ლუკას 10:25-37
აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“  უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“  მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“  უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა.  ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა.  მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. 35 მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’  რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი გამოდგა დაყაჩაღებულის მოყვასი?“  თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

იგავნი 17:9
ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს.

1 კორინთელთ 16:14
ყველაფერი თქვენი სიყვარულით იყოს.

1 კორინთელთა 1:3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის, იესო ქრისტესაგან.

რომაელთა 12:9
იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს.

გალატელთ 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება,

იოანეს 15:12
ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

მათეს 7:12
ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

ლუკას 6:31
როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.

ფილიპელთა 1:9
ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში,

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

ებრაელთა 13:1
ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან.

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.

იაკობი 2:8
თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით.

Advertisements