ადამიანის სურვილები ბიბლიის მუხლები

მათეს 6:21
რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

დაბადება 34:3-8
და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას. უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი! გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე. და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.

მეორე რჯული 17:17
ნუ გაიმრავლებს ცოლებს, რომ არ გადაუხვიოს მისმა გულმა და მეტისმეტად არ გაიმრავლოს ვერცხლი და ოქრო,

იობი 31:9
თუ ცთუნებულა ჩემი გული დედაკაცით ან მოყვასის კართან თუ ჩავსაფრებულვარ?

მათეს 5:28
მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

რიცხვნი 15:39
როცა შეხედავთ, ეს ფოჩი გაგახსენებთ, უფლის ყოველ მცნებას აღსასრულებლად; რათა არ აჰყვეთ გულისთქმასა და თვალს, რომლებიც მრუშობისკენ გიზიდავენ;

1 ნეშტთა 29:18
უფალო, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის, ჩვენი მამების ღმერთო! დაიცავი უკუნისამდე შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვები და შენკენ წარმართე მათი გული.

იობი 19:27
რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!

იოანეს 5:42
მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.

იობი 17:11
განვლეს ჩემმა დღეებმა, დაიმსხვრა ჩემი განზრახვები და სურვილები ჩემი გულისა.

ფსალმუნები 61:10
ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.

ლუკას 12:29
ამიტომ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.

Advertisements