ადამიანის უმნიშვნელობა ბიბლიის მუხლები

იობი 38:3-4
წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგე­კითხები და მიპასუხე: სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.

ესაია 40:22
ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

იობი 25:4-6
როგორღა გამართლდება კაცი ღმერთთან და როგორ გასუფთავდება დედაკაცისგან შობილი? აჰა, მთვარესაც არ აქვს ნათება და არც ვარსკვლავები არიან სუფთანი მის თვალში. მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჭიაა და ძე ადამისა, რომელიც მატლია!”

ფსალმუნები 143:3-4
უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ? ადამიანი ამოსუნთქვასავითაა, ჩრდილივით წარმავალია მისი დღეები.

ფსალმუნები 8:3-4
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?

იობი 4:18-19
აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს, მით უმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი და ჩრჩილზე უწინ რომ იჭყლიტებიან,

იობი 7:17-18
რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური? ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?

ესაია 41:14
ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ციცქნა ისრაელო, მე შეგეწევი შენ! – ამბობს უფალი, და შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმიდა ღმერთი!

Advertisements