ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:7
გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

იობი 12:10
მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.

იოანეს 1:10-13
იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.

იერემია 29:11
ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.

რომაელთა 5:8
ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.

იოანეს 1:4
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

დაბადება 5:1-2
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.

იაკობის 4:6-10
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო! დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად. დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.

ფსალმუნები 8:5
დიდად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.

ფსალმუნები 23:1
უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.

ოსია 11:9
აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ.

იობი 33:12
აი, ამაში არა ხარ მართალი. გიპასუხებ – რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

1 ტიმოთეს 6:12-16
იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება. გამცნებ შენ ღვთის წინაშე, რომელიც აცოცხლებს ყოველს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე, დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე, რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!

იოანეს 15:5
მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

საქმეები 3:19
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

რომაელთა 3:4
არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც წერია: „რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”.

ლუკას 18:27
მან კი უთხრა: „ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.

რომაელთა 9:20
ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?

იოველი 2:28
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

Advertisements