ადამიანის ვალდებულება ღვთის მიმართ ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 10:12
და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით, გიყვარდეს ის, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით,

მეორე რჯული 6:5
და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით.

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით.”

მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე

ეკლესიასტე 12:13
და მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი..

Advertisements