ადამიანთა განსრულება ბიბლიის მუხლები

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ებრაელთა 2:10
ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.

ფსალმუნები 17:32
ღმერთი მმოსავს ძალით და მისწორებს გზას.

ებრაელთა 12:23
მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;

ებრაელთა 11:40
იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.

მათეს 5:48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.

იაკობის 1:4
მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

ფილიპელთა 3:12
არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.

1 კორინთლთა 13:10
და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.

ებრაელთა 10:14
რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

ეფესელთა 5:27
და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

დანიელი 3:25
მიუგო მან და თქვა: „შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!”

ფილიპელთა 2:15
რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

1 ტიმოთეს 6:14
დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე,

ებრაელთა 7:11
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?

2 პეტრეს 3:14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,

გამოცხადება 14:5
სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.

ეზეკიელი 28:12
„ძეო კაცისავ! გოდების ხმა აიმაღლე ტვიროსის მეფეზე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების მაგალითი იყავი, სიბრძნითა და სრული მშვენებით სავსე,

ეზეკიელი 27:3
და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.

ეზეკიელი 27:4
ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.

ეზეკიელი 27:11
არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.

ეზეკიელი 16:14
სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” – ამბობს უფალი ღმერთი.

გოდება იერემიასი 2:15
ტაშს შემოკრავს შენზე ყოველი გზაზე გამვლელი, უსტვენს და თავს აქნევს იერუსალიმის ასულზე: „ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილი სილამაზე და მთელი ქვეყნის სიხარულიაო?”

2 მეფეთა 14:25
მთელ ისრაელში არ იყო აბესალომზე მშვენიერი კაცი: უნაკლო იყო თხემით ტერფამდე.

დანიელი 1:4
უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ.

იაკობის 3:2
ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.

Advertisements