ადამიანური მმართველობა ბიბლიის მუხლები

1 ტიმოთეს 2:1-2
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;

1 პეტრეს 2:13
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,

დანიელი 2:47
მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება“.

ებრაელთა 11:23
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.

მსაჯული 8:22-23
უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: „იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან“. უპასუხა გედეონმა: „მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე“.

მსაჯული 19:1
იმ დღეებში, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ერთი ლევიანი ხიზნობდა ეფრემის მთის ფერდობზე; და ხარჭა მოიყვანა თავისთვის, იუდას ბეთლემიდან.

მსაჯული 21:25
მეფე არ ჰყავდა იმ დღეებში ისრაელს და თითოეული იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სამართლიანად.

1 მეფეთა 12:12
როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი!

1 მეფეთა 10:1
აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: „აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.

1 მეფეთა 11:14-15
უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, გილგალში წავიდეთ და იქ განვაახლოთ მეფობა“. წავიდა მთელი ხალხი გილგალში. იქ გაამეფეს საული და დაკლეს სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე; ფრიად გაიხარა იქ საულმა და მთელმა ისრაელმა.

1 მეფეთა 12:12-15
როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი! და ახლა, აჰა, მეფე, რომელიც ამოირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით; აჰა, დაგიდგინათ უფალმა მეფე. თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და ეურჩებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამების წინააღმდეგ იყო„.

ოსია 13:10-11
სად არის ახლა შენი მეფე, რომ შენც გიხსნას და შენი ყველა ქალაქიც? ან შენი მსაჯულები, რომლებსაც სთხოვდი: მეფე და მთავრები მომეციო? ჩემი წყრომის დროს მოგეცი მეფე და წაგართვი ჩემი რისხვისას

1 ნეშტთა 29:26-28
და მეფობდა მთელს ისრაელზე დავით იესეს ძე. ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე: აქედან შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა, ოცდაცამეტს კი – იერუსალიმში. და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით; მის ნაცვლად კი სოლომონი, მისი ძე გამეფდა.

3 მეფეთა 2:10-12
განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს – იერუსალიმში. დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.

ფსალმუნები 77:70-72
ამოირჩია თავისი მსახური დავითი და ცხვრის ფარეხებიდან წამოიყვანა იგი. ცხვრის მწველავთაგან მოიყვანა ის, იაკობის – თავისი ხალხის და ისრაელის – თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად. და მწყემსავდა მათ წრფელი გულით და თავისი მარჯვე ხელებით უძღოდა მათ.

1 მეფეთა 16:13
აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა.

1 ნეშტთა 11:3
და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს. აღთქმა დადო დავითმა მათთან უფლის წინაშე ხებრონში და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.

3 მეფეთა 3:14
თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი“.

3 მეფეთა 11:6
ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.

4 მეფეთა 14:3
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა

ფსალმუნები 17:50
დიად ხსნას უვლენს თავის მეფეს და უჩვენებს წყალობას თავის ცხებულს – დავითს და მის მოდგმას უკუნითი უკუნისამდე.

3 მეფეთა 9:4-5
და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს, მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.

იერემია 33:15
იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.

ესაია 9:6-7
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

ესაია 16:5
წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.

იერემია 23:5-6
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში. მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი – ჩვენი სიმართლე!

იერემია 30:8-9
და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი. თავიანთ უფალ ღმერთს მოემსახურებიან და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.

ეზეკიელი 34:23-24
გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება. მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.

ამოსი 9:11
იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო,

მარკოზის 11:10
კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“

ფსალმუნები 44:1
აღივსო ჩემი გული მშვენიერი სიტყვებით. ჩემი სიმღერა მეფეს ეკუთვნის, ენა ჩემი კალამია ხელოვანი მწერლისა.

ფსალმუნები 71:1
ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე – მეფის ძეს.

ფსალმუნები 109:1
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.

ფსალმუნები 131:11
უფალმა შეჰფიცა დავითს ჭეშმარიტებით და არ გადაუხვევს მისგან: „შენი მუცლის ნაყოფს დავსვამ შენს ტახტზე.

Advertisements