აფრიკა ბიბლიის მუხლები

საქმეები 8:26-40
უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.

ეზეკიელი 30:5
ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ლიბია და აღთქმის ქვეყნის ძენი მათთან ერთად, მახვილით დაეცემიან.‘

ესაია 66:19
და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში.

2 ნეშტთა 12:3
ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მასთან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან: ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები,

2 ნეშტთა 16:8
განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.

დაბადება 2:13
და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი. იგი გარს უვლიდა მთელს ქუშის ქვეყანას.

4 მეფეთა 19:9
თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო. უთხრეს: „აჰა, შენთან საომრად გამოვიდა.” და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:

ესთერი 1:1
ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც ას ოცდაშვიდ მხარეზე მეფობდა ინდოეთიდან ეთიოპიამდე.

ესთერი 8:9
მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს მესამე თვეს, რომელიც არის თვე სივანისა, ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ იუდაელებს, სატრაპებს, განმგებლებს, სამთავროთა მთავრებს ინდოეთიდან ქუშამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით, ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.

იობი 28:19
ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება.

ფსალმუნები 67:31
ამოვლენ მოციქულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.

ფსალმუნები 86:4
„გავახსენებ რაჰაბსა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად: ‘ეს დაიბადა იქ.’”

ესაია 18:1
ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის!

ესაია 20:3-4
და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისათვის და ქუშისათვის, ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად.

ესაია 37:9
შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, „გამოვიდა შენთან საბრძოლველად.” ისმინა და გაგზავნა მაცნენი ხიზკიაჰუსთან სათქმელად:

ესაია 43:3
რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ.

ესაია 45:14
ასე თქვა უფალმა: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ვაჭრობა და შებელნი, ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან, შენს უკან ივლიან, ბორკილებით გაივლიან და შენ გცემენ თაყვანს, შენ შეგევედრებიან: ‘მხოლოდ შენშია ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის.’”

ეზეკიელი 29:10
ამიტომ აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ და შენი მდინარეების წინააღმდეგ, და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უდაბურად, უკაცრიელად, მიგდოლიდან სევენემდე და ქუშის საზღვრამდე.

ეზეკიელი 40:4
და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება კრუნჩხვა ქუშში, როცა დაეცემიან ეგვიპტეში, წაიღებენ მის ავლა-დიდებას და დაანგრევენ მის საძირკვლებს.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.”

Advertisements