აღიარება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 10:9
იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.

იესო ნავეს ძე 7:20
და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე.

1 მეფეთა 15:24
უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ განვერიდე უფლის სახეს და გადავუხვიე შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და მის ხმას გავუგონე.

მათეს 10:32-33
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

იგავნი 28:13
საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება.

1 იოანეს 4:2-3
ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღმერთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

რიცხვნი 12:11
და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ნუ დაგვსჯი, ასე უგუნურად რომ მოვიქეცით და შევცოდეთ.

ნეემია 1:6-7
ყური შენი სმენად იყოს და თვალი შენი – ხილვად, რათა შეისმინო შენი მსახურის ლოცვა, ახლა დღედაღამ რომ ლოცულობს შენს წინაშე ისრაელის ძეთათვის, შენს მორჩილთათვის, და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლითაც შენ შეგცოდეს. მე და ჩემმა მამისსახლმაც შეგცოდეთ. დავაშავეთ შენს წინაშე. არ ვასრულებდით იმ მცნებებს და წესებს და სამართალს, რაც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს.

1 იოანეს 4:15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.

1 იოანეს 2:4
ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.

Advertisements