აღშენების მიზანი ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:13
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას,

ეფესელთა 4:14
რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,

ფილიპელთა 1:9-10
ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში, რათა აირჩიოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და შეუბღალავნი ქრისტეს დღეს,

ებრაელთა 5:14
მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

1 თესალონიკელთა 3:13
რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას ყველა თავის წმიდასთან ერთად.


მსგავსი თემები:

აღშენების მაგალითები      აღშენების ხელის შემშლელი      აღშენების საშუალებები     მორწმუნეების აღშენება

Advertisements