აღშენების საშუალებები ბიბლიის მუხლები

საქმეები 20:32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა განწმედილთან ერთად.

ფსალმუნები 118:28
ნაღველმა დაადნო ჩემი სული, განმამტკიცე შენი სიტყვისამებრ!

რომაელთა 4:20
მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.

რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.

2 ტიმოთეს 3:15-17
შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.  რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი.

1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის,

ეფესელთა 3:14-16
ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე, ვისგანაც სახელდებულია ყოველი სახლეული ცაში და მიწაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად,

საქმეები 9:31
ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.

1 კორინთელთა 14:26
მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.

ეფესელთა 4:11-12
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,

რომაელთა 1:11
რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,

1 კორინთელთა 12:7
თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ.

1 კორინთელთა 14:3
ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად.

2 კორინთელთა 12:19
თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ თავი უნდა ვიმართლოთ თქვენთან? ღმერთის წინაშე, ქრისტეში ვლაპარაკობთ ჩვენ და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა.

ეფესელთა 4:15-16
არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე, ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში.

1 თესალონიკელთა 5:11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.

რომაელთა 1:12
ანუ თქვენთან ერთად ვინუგეშო საერთო რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.


მსგავსი თემები:

აღშენების მაგალითები      აღშენების მიზანი      აღშენების ხელის შემშლელი      მორწმუნეების აღშენება

Advertisements