აკრძალული კავშირები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23:32-33
ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან. არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.

გამოსვლა 34:12-15
გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი. კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.

მეორე რჯული 7:2
ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.

მსაჯული 2:2
ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?

2 ნეშტთა 19:2
გამოეგება მხილველი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეიძლება ბოროტი კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება.

2 ნეშტთა 20:37
იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა: „რადგან ახაზიას შეეკარი, ჩაგიშლის საქმეებს უფალი!” დაიმსხვრნენ ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.

ესაია 8:11-12
რადგან ასე მელაპარაკა უფალი ძლიერი ხელით და გამაფრთხილა – ამ ხალხის გზით არ მევლო. მითხრა: „ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ.

ესაია 30:1-2
„ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ. ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.

ესაია 31:1
ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს.

ოსია 4:17
კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!

ოსია 12:1
ქარს მწყემსავს ეფრემი და აღმოსავლეთის ქარს დასდევს, ყოველდღიურად სიცრუესა და ნგრევას ამრავლებს; აღთქმას აშურთან დებს, ზეთს კი ეგვიპტეში ეზიდება.

Advertisements