ალექსანდრე დიდი ბიბლიის მუხლები

დანიელი 7:6
ამის შემდეგ ვიხილე და, აჰა, გამოჩნდა ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

დანიელი 8:5-9
როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა. მოვიდა იგი იმ ორრქიან ერკემალთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და თავისი ძალის მრისხანებით მიეჭრა მას. დავინახე, იგი მიუახლოვდა ერკემალს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინაღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან. მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი საჩინო რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.

დანიელი 11:3
დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ხელმწიფებით იხელმწიფებს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.

ზაქარია 8:1-8
განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს), და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ცორზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. აიშენა ცორმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო – ქუჩის ტალახივით. აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხო თესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტოვნებას. ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებს შორიდან. ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება, როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი იებუსელის მსგავსად შეირაცხება. შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან საკუთარი თვალით ვხედავ მას.

დანიელი 8:21
ხოლო ის ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.

Advertisements