ალფა და ომეგა ბიბლიის მუხლები


გამოცხადება 22:13

მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, და საბამი და დასასრული.

გამოცხადება 1:8
მე ვარ ალფა და ომეგა,“ – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.

გამოცხადება 21:6-7
მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი ჩემთვის იქნება ძე.

გამოცხადება 1:17-18
როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი, და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’

ესაია 48:12
მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემს მიერ წოდებულო, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!

ესაია 41:4
ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’”

გამოცხადება 2:8
„სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

Advertisements