ალკოჰოლი ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

იგავნი 20:1
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

რომაელთა 14:21
უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.

რიცხვნი 6:3
მაშინ ღვინისაგან და სასმელებისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არა სვას, და ახალი და გამხმარი ყურძენი არა ჭამოს.

1 ტიმოთეს 5:23
ნუღა სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.

ლევიანნი 10:9
„ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში,

ოსია 4:11
ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

ესაია 5:22
ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ;

მეორე რჯული 14:26
და მიეცი ფული ყველაფერში, რასაც შენი სული ისურვებს: მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ღვინო, მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც შენი სული მოგთხოვს. და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარე შენ და შენმა სახლმა.

ესაია 5:11
ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ.

ესაია 28:7
და ესენიც ბანცალებენ ღვინისგან და თაფლუჭისაგან ბარბაცებენ. მღვდელი და წინასწარმეტყველი ბანცალებენ სასმელისგან, აირივნენ ღვინისაგან, ბარბაცებენ თაფლუჭისაგან, ბანცალებენ ხილვის დროს, ბორძიკობენ სასამართლოში.

გალატელთა 5:21
სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

იგავნი 23:29-35
ვის „ვაი” და ვის „უი”? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.”

ფსალმუნები 103:15
და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, საცხებელმა გააბრწყინოს სახე მისი, და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.

ლუკას 1:15
ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.

ესაია 1:22
შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო წყალგარეულია.

ფსალმუნები 74:8
რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს იქიდან, მის თხლესაც კი სწურავენ, და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.

იოველი 1:5
გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!

ესაია 25:6
უფალი ცაბაოთი გამართავს ამ მთაზე ყველა ხალხისათვის ნადიმს მსუყე საჭმელებით, ანკარა ღვინოებით, ძვლის ტვინიანი საჭმელებით, დაწმედილი ღვინოებით.

დაბადება 27:28
მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო;

დაბადება 9:21
და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.

ეკლესიასტე 9:7
წადი, სიხარულში ჭამე შენი პური და გულმხიარულად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა უკვე მოიწონა შენი საქმენი.

1 ტიმოთეს 3:8
დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,

ტიტეს 2:3
ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი,

ტიტეს 1:7
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე,

დანიელი 1:8
დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო.

1 მეფეთა 1:14-15
უთხრა ყელიმ: „რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან.” მიუგო ხანამ და უთხრა: „არა, ჩემო ბატონო. ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ დამილევია, უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

იგავნი 31:6-7
მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულით გამწარებულს. მან დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი ტანჯვა აღარ გაიხსენოს!

ეკლესიასტე 2:3
ვეცადე ღვინით აღმეგზნო ჩემი სხეული, თუმცა ჩემი გული სიბრძნით წარმმართავდა, და სისულელეს მივდევდი, სანამ არ ვიხილე, თუ რა არის კარგი ადამიანისთვის, რასაც ის აკეთებს ცის ქვეშ თავისი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.

ეკლესიასტე 10:17
ნეტარება შენ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე დიდებულთა ძეა, ხოლო შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა სათრობად.

ესაია 24:9
სიმღერით აღარ შესვამ ღვინოს, გაუმწარდებათ სასმელი მის მსმელებს.

Advertisements