ალკოჰოლის ზედმეტად გამოყენება ბიბლიის მუხლები

იგავნი 20:1
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

დაბადება 19:30-35
აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

ესაია 28:1-3
ვაი, მთვრალ ეფრემელთა საამაყო გვირგვინს, იმ დამჭკნარ ყვავილს მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც ღვინითაა დაცემული პოხიერი ხეობის თავში. აჰა, უფალს ჰყავს ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის ღვარი, დამღუპველი ქარიშხალი, როგორც ძლიერი წამლეკავი წყლების ნიაღვარი, მიწად დაამხობს მას თავისი ხელით. ფეხებით გაითელება მთვრალ ეფრემელთა სიამაყის გვირგვინი,

რომაელთა 13:13
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

1 კორინთელთა 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,  ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

1 კორინთელთა 6:10
ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ესაია 28:7-8
და ესენიც ბანცალებენ ღვინისგან და თაფლუჭისაგან ბარბაცებენ. მღვდელი და წინასწარმეტყველი ბანცალებენ სასმელისგან, აირივნენ ღვინისაგან, ბარბაცებენ თაფლუჭისაგან, ბანცალებენ ხილვის დროს, ბორძიკობენ სასამართლოში. რადგან ყველა მაგიდა სავსეა ნარწყევითა და განავლით, აღარ დარჩა სუფთა ადგილი.

ესაია 5:22
ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ;

იგავნი 23:29-35
ვის „ვაი” და ვის „უი”? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.”

ესაია 5:11
ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!

1 კორინთელთა 3:17
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.

რომაელთა 14:21
უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.

დანიელი 1:8
დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო.

ოსია 4:11
ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

1 პეტრეს 5:9
მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

Advertisements