ამბიცია ბიბლიის მუხლები

ლუკას 9:25
რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

დაბადება 11:4
და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”.

მსაჯული 9:1-6
და წავიდა აბიმელექ იერუბაყალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, და უთხრა მათ და თავისი დედის მამისსახლის მთელ საგვარეულოს: „ჰკითხეთ ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ – მთელი სამოცდაათი კაცი, იერუბაყალის ყველა ძე, ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვხელმწიფებდე თქვენზე?’ და გახსოვდეთ, რომ მე თქვენი ძვალი და თქვენი ხორცი ვარ.” და მისმა დედის ძმებმა ჩაასმინეს ყველა შექემელს ყველა ეს სიტყვა მასზე; და გადაიხარა მათი გული აბიმელექისაკენ, რადგან თქვეს: „ძმა არის ჩვენი.” და მისცეს მას სამოცდაათი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან, და დაიქირავა ამით აბიმელექმა უღირსი და თავზეხელაღებული კაცები, და უკან გაჰყვნენ მას. და მივიდა თავისი მამის სახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დაიმალა. და თავი მოიყარა ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან აღმართულ სვეტთან, რომელიც შექემშია.

მათეს 23:12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.

1 ტიმოთეს 6:9
ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს.

1 იოანეს 2:16
ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის.

ფილიპელთა 2:4
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

ესთერი 5:9-14
და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ. მაგრამ შეიკავა თავი ჰამანმა და მივიდა თავის სახლში და დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი. და მოუთხრო მათ ჰამანმა ამბავი თავისი დიდი დოვლათის, თავისი უამრავი ვაჟისა და ყოველივე იმისა, რითაც განადიდა იგი მეფემ და აღაზევა მეფის მთავრებზე და მსახურებზე. და თქვა ჰამანმა: „დედოფალ ესთერს არავინ მოუწვევია მეფესთან ერთად თავის მომზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი და მე ხვალაც მიწვეული ვარ მასთან მეფესთან ერთად. და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს.” და უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მისმა მეგობარმა: „დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოახრჩონ მორდექაი, მერე წადი მეფესთან ერთად ნადიმზე მხიარული.” და მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.

დანიელი 3:1-7
გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე. ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და ქვეყანათა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე. მაშინ მაწვევარმა რიხიანად დაიძახა: “ხალხნო, ტომებო და ენანო. თქვენ გებრძანებათ! როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.

იოანეს 5:44
როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?

გალატელთა 5:26
ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი.

იაკობის 4:1-2
საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან. გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.

მათეს 23:5-7
ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’

რომაელთა 12:16
ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.

მარკოზის 10:35-37
და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.” მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?” მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.”

მათეს 4:8-10
ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.” მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’”

ფილიპელთა 2:3
არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.

იგავნი 12:9
სჯობს იყო შეურაცხი და თავისი თავის პატრონი ვიდრე პატივმოყვარე და ულუკმაპურო.

იაკობის 4:16
ახლა თქვენი ამპარტავნებით პატივმოყვარეობთ. ყოველი ამგვარი ამპარტავნება ბოროტებაა.

2 მეფეთა 15:1-6
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი. ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი. ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე? ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი. თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.

ესაია 14:13-15
გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.

ეზეკიელი 28:2
ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს.

დანიელი 11:36-38
თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს. არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება. სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლიი, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს.

მიქა 7:3
გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.

აბაკუმი 2:4-5
აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.

ლუკას 22:24
ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.

2 თესალონიკელთა 2:4
წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ფილიპელთა 1:17
ზოგნი კი – ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რადგან ფიქრობენ დაამძიმონ ჩემი ბორკილები.

Advertisements