ამინ ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 16:36
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე.” და მიუგო ერმა: „ამენ! დიდება უფალს!”

ეფესელთა 3:21
მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 7:11-12
ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს. ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ”.

ნეემია 5:13
და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული!” და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!” და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.

ფსალმუნები 71:19
და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!

რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

რომაელთა 11:36
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.

გალატელთა 1:3-5
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ფილიპელთა 4:20
ხოლო ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ.

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 3:14
„ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა:

1 პეტრეს 4:11
თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 პეტრეს 5:10-11
ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ. დიდება და ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

2 პეტრეს 3:17-18
თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

გამოცხადება 1:4-7
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.

გალატელთა 6:18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ.

რომაელთა 15:33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.

1 კორინთელთა 16:24
და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.

ფილიპელთა 4:23
უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან. ამინ.

გამოცხადება 22:20-21
ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მოვალ მალე!” ამინ. მოდი, უფალო იესო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმიდასთან. ამინ.

იერემია 28:5-6
და უპასუხა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგომი მთელი ერის თვალწინ; და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამენ! ქნას უფალმა ასე! აასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და ყველა გადასახლებულის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.

რიცხვნი 5:20-22
და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა” – და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი. და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული”. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ”.

მეორე რჯული 27:15
‘წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, ხელოსნის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’

იერემია 11:1-5
რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: „ისმინეთ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკეთ იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოისმენს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან, მათი გამოყვანის დღეს, რომ ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, მადინებელს რძისა და თაფლისა, რომელსაც ფლობ დღეს.” და მე ვუპასუხე: „ამენ, უფალო!”

2 კორინთელთა 1:18-20
მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც, ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ – მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

Advertisements