ამოხოცვა ბიბლიის მუხლები

დაბადება 14:17
და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.

იესო ნავეს ძე 8:24
და როცა მორჩა ისრაელი ჰაღაის ყველა მკვიდრის დახოცვას ველზე, უდაბნოში, სადამდეც მირეკეს ისინი, და ყველანი დაეცნენ მახვილის პირით, მაშინ მობრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაისაკენ და შემუსრეს ისიც მახვილით.

იესო ნავეს ძე 10:10
და თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი დიდი შემუსვრით გაბაონში, დაედევნა ბეთ-ხორონის აღმართ გზაზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.

იესო ნავეს ძე 10:20
და როცა მორჩნენ იესო და ისრაელის ძენი მათ მუსვრას ძალზე დიდი მუსვრით, ვიდრე არ განადგურდნენ, ხოლო გადარჩენილნი გაექცნენ მათ და მივიდნენ გამაგრებულ ქალაქებში,

მსაჯული 9:23-24
და ღმერთმა ბოროტი სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს, რათა მოწეულიყო იერუბაყალის სამოცდაათი ძის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს, რომ თავისი ძმები დაეხოცა.

მსაჯული 11:32-33
წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი. სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ- კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.

მსაჯული 15:7-8
და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, მაშინ მე შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.” და მაგარი ცემით ურტყა მათ წვივებსა და თეძოებს, და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი.

1 მეფეთა 4:10
და შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი, და გაიქცნენ თავთავიანთ კარვებში. მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.

1 მეფეთა 6:19
მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში. ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა. მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.

1 მეფეთა 19:8
კიდევ გაიმართა ომი. გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. და ილტვოდნენ მისგან ფილისტიმელები.

4 მეფეთა 10:6-7
და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.” უფლისწულები – სამოცდაათი კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ. როცა წერილი მოუვადათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – სამოცდაათი კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს მას.

4 მეფეთა 11:13-16
და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. და დაინახა სვეტზე მდგარი მეფე, წესისამებრ, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!” და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – ჯარის მეთაურებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით”, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. და გზა მისცეს და წავიდა „ცხენთა შესასვლელით” სასახლისკენ, და იქ მოკლეს.

2 ნეშტთა 13:17
და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.

ფსალმუნები 78:1-3
ღმერთო, ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში; შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. მისცეს შენი მორჩილების მძორი საჯიჯგნად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს. დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა.

Advertisements