ანგელოზები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 1:14
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?

ფსალმუნები 90:11
რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე.

ებრაელთა 13:2
სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ და­ი­ვიწ­ყოთ, ვი­ნა­ი­დან ზო­გი­ერ­თებს ან­გე­ლო­ზე­ბი­სათ­ვის გა­უ­წე­ვი­ათ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და არ სცოდ­ნი­ათ.

ფსალმუნები 102:20
ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს.

ესაია 6:2
სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს, ორით იფარავდა თავის სახეს და ორით იფარავდა თავის ფეხებს და ორით დაფრინავდა.

იუდა 1:6
ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი.

მათეს 24:31
მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

გამოცხადება 19:10
დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია”.

საქმეები 27:23
რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,

საქმეები 8:26
უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: “ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.”

ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ.

მსაჯული 13:16
და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.” რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

იუდას 1:9
მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“

მათეს 25:31
„და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

საქმეები 5:19
მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

მარკოზის 8:38
რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.”

მათეს 24:36
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

მათეს 13:41
ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს,

მათეს 4:11
მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.

დანიელი 6:22
ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.”

ლუკას 15:10
თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო.”

მათეს 26:53
იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?

მათეს 22:30
ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

4 მეფეთა 6:17
და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.” და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

1 პეტრეს 1:12
რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

საქმეები 7:53
თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი.”

ლუკას 16:22
მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.

ესაია 63:9
ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

ფსალმუნები 148:2
ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო!

გამოსვლა 23:20
აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს შენს დასაცავად გზაზე და შენს მისაყვანად იმ ადგილზე, რომელიც მე გავამზადე.

1 პეტრეს 3:22
რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

საქმეები 12:23
უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.

იოანეს 20:12
და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა.

მათეს 2:19
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი

ფსალმუნები 34:5
შეიქმნენ ვითარცა მტვერი ქარის წინაშე, და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.

4 მეფეთა 19:35
იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა.

გამოცხადება 8:10
მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე.

Advertisements