აპატიეთ ერთმანეთს ბიბლიის მუხლები

ლუკას 17:3
გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე.

მათეს 18:35
ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.

მათეს 6:14
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

მარკოზის 11:25
ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.

ლუკას 6:37
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

ეფესელთა 4:32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.

კოლოსელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

2 კორინთელთა 2:7
ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.

ლუკას 17:4
დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.

დაბადება 50:17
‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ.

1 მეფეთა 25:27
აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.

გამოსვლა 10:17
გთხოვთ, ამჯერადაც შემინდეთ ცოდვა და ილოცეთ უფლის, თქვენი ღმერთისადმი, ოღონდ ამარიდოს ეს სიკვდილი”.

2 კორინთელთა 12:13
ვინაიდან რა მოგაკლდათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მძიმე ტვირთად არ დაგაწექით? მაპატიეთ ეს დანაშაული!

Advertisements