არ რცხვენია ბიბლიის მუხლები

რომაელთა 1:16-17
ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა. ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.

ებრაელთა 11:16
მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.

ფსალმუნები 118:5-6
ნეტამც წარმემართებოდეს გზები შენი წესების დასაცავად. მაშინ აღარ შემრცხვებოდა, ყოველ შენს მცნებას რომ შევხედავდი.

ესაია 50:7
მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.

იოველი 2:26
ბლომად შეჭამთ, გაძღებით და განადიდებთ უფლის, ღვთის სახელს, რომელიც საკვირველად მოგექცათ და აღარასოდეს შერცხვება ჩემი ხალხი.

2 ტიმოთეს 1:8
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი – მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

რომაელთა 9:33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.

ფილიპელთა 1:20
ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

1 პეტრეს 4:16
ხოლო თუ ვინმე იტანჯება როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.

1 იოანეს 2:28
ჰოდა ახლა, მასში დარჩით, შვილებო, რათა რომ გამოცხადდება, გაბედულება გვქონდეს და არ შევრცხვეთ მისი მოსვლისას.

გალატელთა 6:14
მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი – წუთისოფლისთვის.

ფსალმუნები 24:3
ნურც შერცხვება ნურავინ, ვინც შენ გენდობა; ამაოდ შემცოდველნი კი შერცხვნენ.

ესაია 28:16
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე დავაფუძნე სიონში ქვა, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, მასზე დანდობილი არ გაწბილდება.

ფსალმუნები 24:20
დაიფარე ჩემი სიცოცხლე და გამომიხსენი, ნუმც შევრცხვები, რადგან შენში ვპოვე თავშესაფარი.

ფსალმუნები 30:1
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.

Advertisements