არა ჩემი, არამედ ღვთის ნებისამებრ ბიბლიის მუხლები

მათეს 26:39
ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.

მარკოზის 14:36
თქვა: „აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ”.

ლუკას 22:42
ამბობდა: „მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.

იოანეს 5:30
ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

იოანეს 6:38
რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.

იოანეს 4:34
უთხრა მათ იესომ: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.

ფსალმუნები 142:9
შენი ნების შესრულება მასწავლე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სწორ გზაზე.

იოანეს 1:13
ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.

რომაელთა 8:20
რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,

რომაელთა 9:16
ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.

Advertisements