არამეული ენა ბიბლიის მუხლები

ეზრა 4:7
და ართახშასთას დღეებში მისწერეს ართახშასთას, სპარსეთის მეფეს, ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და სხვა მათმა თანამზრახველებმა. წერილი დაწერილი იყო არამეული ასოებით არამეულ ენაზე.

დანიელი 2:4
ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.”

მარკოზის 5:41
აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!” რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!

მარკოზის 7:34
ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა”, რაც არის: განიხსენ.

მარკოზის 14:36
თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.”