არავითარი მსჯავრი ბიბლიის მუხლები

ესაია 50:9
აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.

ფსალმუნები 33:22
უფალი გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს და მსჯავრი არ დაედება, ვინც მას აფარებს თავს.

რომაელთა 8:1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.

ფსალმუნები 36:33
მაგრამ უფალი არ მიატოვებს მას მის ხელში და განკითხვის ჟამს არ გაამტყუნებს.

2 კორინთელთა 7:3
მსჯავრდასადებად არ ვამბობ, რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ.

სოფონია 3:15
მოგაშორა უფალმა სასჯელი და განდევნა შენი მტრები. ისრაელის მეფე, უფალია შენს წიაღში და აღარ შეუშინდები უბედურებას.

საქმეები 22:25
ღვედებით რომ დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: „რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე?”

1 კორინთელთა 11:32
ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.

იაკობის 5:12
პირველ რიგში, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც დედამიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო – ჰო იყოს და არა – არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.

1 იოანეს 3:21
საყვარელნო! თუ გული არ გვ­დებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.

ლუკას 6:37
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

იოანეს 7:51
„განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”

იოანეს 8:10-11
წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: „დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” ქალმა უპასუხა: „არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.

იოანეს 3:17
რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.