არჩევანი ბიბლიის მუხლები

მალაქია 1:2-3
„მე შეგიყვარეთ თქვენ”, – ამბობს უფალი. თქვენ კი ამბობთ: „რისთვის შეგვიყვარე”? „განა ესავი იაკობის ძმა არ არის?” – ამბობს უფალი, – „მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.”

რომაელთა 9:10-15
არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე იყო, როდესაც რებეკას ჩაესახა ამ ერთისაგან, ჩვენი მამის, ისააკისაგან,  რადგან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი ორი შვილი და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღმერთის განზრახვით არჩევანი უკვე გაკეთებული იყო,   არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“ როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“ თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“

გამოსვლა 33:19
და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“

1 კორინთელთა 1:27-28
არამედ ქვეყნიერების უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და ქვეყნიერების უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. ქვეყნიერების მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარად შერაცხილნი, რათა გააუქმოს ღირებული,

იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?

მეორე რჯული 7:6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყო მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არიან.

გამოსვლა 19:4-6
თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან. და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.  და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!”

მეორე რჯული 14:2
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, და შენ ამოგირჩია უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავი, ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.

ფსალმუნები 64:4
ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით სიკეთით შენი სახლისა, შენი წმიდა ტაძრისა.

ესაია 41:9
შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: ‘ჩემი მსახური ხარ შენ! მე ამოგარჩიე შენ და არ უკუგაგდე.

იერემია 3:14
მობრუნდით, განდგომილო ძენო, – ამბობს უფალი, – რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. თითოს გამოგიყვანთ ყოველი ქალაქიდან, ორ-ორს – ყოველი ტომიდან და მოგიყვანთ სიონში.

ეფესელთა 1:4
როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით.

რომაელთა 8:28-33
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი.

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ.

1 მეფეთა 9:17
დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაადასტურა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.”

1 მეფეთა 16:1-13
და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე.” და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს.” და უთხრა უფალმა: „წაიყვანე ნახირიდან ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.” და მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მიცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.” და გააკეთა ყველაფერი სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა. როცა მოვიდა სამუელი ბეთლემს, ძრწოლითით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „სამშვიდობოა შენი მოსვლა?” თქვა სამუელმა: „სამშვიდობოა. მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.” განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი. და როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.” და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.” და დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: „არც ეს აურჩევია უფალს.” და ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: „არც ის აურჩევია უფალს.” და ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: „არ აურჩევია ესენი უფალს.” და უთხრა სამუელმა იესეს: „სულ აქ არიან შენი ყმაწვილები?” და თქვა: „კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა.” და უთხრა სამუელმა იესეს: „გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სადილად არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.” და გაგზავნა და მოაყვანინა. და წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და საამო სახე. თქვა უფალმა: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის.” და აიღო სამუელმა ზეთი რქით და სცხო მას მის ძმებს შორის. და ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. და ადგა სამუელი და წავიდა რამას.

ანგია 2:20-23
მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: „ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას. დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ წარმართთა სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო, – ამბობს უფალი, – და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.“

მარკოზის 3:13-19
და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან. და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე; 17 იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი; ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

საქმეები 9:10-15
იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი, და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“ მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.  და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

გალატელთა 1:15-16
ხოლო როცა ესათნოვა ღმერთს, რომელმაც გამომარჩია დედის მუცლიდანვე და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, როდი დავეთათბირე მაშინ ხორცსა და სისხლს,

Advertisements
%d bloggers like this: