არმაგედონი ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 16:16
შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.

გამოცხადება 16:14
ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის.

გამოცხადება 19:11-21
ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის. მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა”. ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი”. ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე, რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი”. ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.

გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.

გამოცხადება 17:14
ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან”.

იოველი 3:2
შევკრებ ყველა ხალხს და ჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.

გამოცხადება 14:20
და დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახლიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი, ათას ექვსას სტადიონამდე.

მათეს 24:22
ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.”

მათეს 24:29-31
და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

ესაია 13:9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.

გამოცხადება 12:9
გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

დანიელი 11:40
აღსასრულის ჟამს სამხრეთის მეფე შეებმება მას და ქარტეხილივით ეკვეთება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. შეიჭრება ქვეყნებში, წალეკავს და გადაივლის.

გამოცხადება 19:15
მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.

გამოცხადება 16:12
გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე – ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.

გამოცხადება 17:5
მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა”.

გამოცხადება 9:16
ცხენოსანთა ჯარის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი და მოვისმინე მათი რიცხვი.

ზაქარია 14:2
თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდებიან, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.

ესაია 14:12-14
როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო. შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე. ავალ ღრუბლის გორაკებზე, დავემსგავსები უზენაესს!’

გამოცხადება 13:15
მიეცა უფლება მხეცის ხატებისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.

სოფონია 3:8
ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი,– იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.

გამოცხადება 21:1
ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო.

იოველი 3:12-14
გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, გამრავლდა მათი ბოროტება. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე.

მათეს 24:3
ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”

ესაია 46:9-10
გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’

გამოცხადება 3:10
რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს მიწის მკვიდრნი.

Advertisements
%d bloggers like this: