ასტრონომია ბიბლიის მუხლები

იობი 9:7-9
უბრძანებს მზეს და არ აღმოხდება, და ვარსკვლავებს ასვამს ბეჭედს. მარტო თვითონ ჭიმავს ზეცას და ზღვის ტალღებზე დადის. იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა.

ესაია 40:26
მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება.

დაბადება 2:1
და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა.

1 კორინთელთა 15:41
სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.

მეორე რჯული 10:14
უფლის, შენი ღმერთისაა, ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასშია.

1 ნეშტთა 16:26
რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.

ნეემია 9:6
შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენ ცანი, ცანი ცათანი, და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.

ფსალმუნები 8:3
როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე:

იობი 26:7
მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა.

ფსალმუნები 18:1-6
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

იობი 22:12
განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!

იობი 25:5
მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის თვალში.

იობი 26:9
იგი ბურავს სავსე მთვარის პირს, თავისი ღრუბელი მასზე განართხო.

ფსალმუნები 32:6
უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო.

ფსალმუნები 73:16
შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.

ფსალმუნები 88:5
განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.

იობი 38:31-33
თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი? თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად? თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?

ფსალმუნები 103:2
გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით,

ფსალმუნები 135:4-5
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

ფსალმუნები 148:3
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო!

იგავნი 3:19
უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა.

ესაია 38:8
‘ავაბრუნებ საფეხურებზე ჩრდილს, რომელიც ახაზის საფეხურებზე ჩავიდა მზესთან ერთად, ათი საფეხურით უკან.’ და მართლაც დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, რომლითაც ის ჩავიდა.

ესაია 45:12
მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი.

იერემია 31:35
ასე თქვა უფალმა, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად, უბრძანებს მთვარეს და ვარსკვლავებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ შფოთავენ მისი ტალღები; უფალი ცაბაოთია მისი სახელი:

მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

ებრაელთა 1:10
და: „შენ დააფუძნე, უფალო, დასაბამად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია.

დაბადება 1:3-5
და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე.

ფსალმუნები 103:19
შექმნა მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავალი.

იოველი 2:31
მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.

მათეს 24:29
და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.

მარკოზის 13:25
იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.

ლუკას 21:25
და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.

ესაია 13:10
რადგან ცის ვარსკვლავები და მათი თანავარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს, მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს.

ესაია 24:23
გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე,

ესაია 30:26
და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგი იქნება, როგორც შვიდი დღისა იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობას განუკურნავს.

ესაია 34:4
და დალპება ცის მთელი მხედრობა, და დაიგრაგნება ცა წიგნის გრაგნილივით, და მთელი მისი მხედრობა დაჭკნება, როგორც ფოთოლი ჭკნება ვაზზე და როგორც დამჭკნარი ფოთოლი ცვივა ლეღვიდან.

ესაია 51:6
ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.

ეზეკიელი 32:7-8
და როდესაც ჩაქრები, მე დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს. მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი ნათელით. სინათლის ყველა მანათებელს დაგიბნელებ ცაში და სიბნელეს დავამკვიდრებ შენს ქვეყანაზე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. –

იოველი 2:10
მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი.

იოველი 3:15
მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.

ამოსი 8:9
„იმ დღეს იქნება,” – ამბობს უფალი ღმერთი, – „რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.

საქმეები 2:20
მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული.

2 პეტრეს 3:10
ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება.

გამოცხადება 8:12
მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას.

Advertisements