ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე ბიბლიის მუხლები

აბაკუმი 2:14
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.

რიცხვნი 14:21
ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.

ფსალმუნები 71:19
კურთხეულ იყოს მისი დიდებული სახელი უკუნისამდე და აივსოს მისი დიდებით მთელი დედამიწა. ამინ, ამინ!

ესაია 6:3
გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”

ესაია 11:9
არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.


მსგავსი თემები:

ათასწლიანი სამეფო       ათასწლოვანი სამეფო, საყოველთაო მშვიდობა და კურთხევა       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე აღადგენს ისრაელს       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე მუსრავს ბოროტებას

Advertisements