ათასწლოვანი სამეფო ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 20:1-3
და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.

ესაია 11:4-9
სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს. სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა. იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.

ესაია 19:24
იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.

ეზეკიელი 48:35
გარშემოწერილობა თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. იმ დღიდან ქალაქს ერქმევა „უფალი არის იქ!”

ესაია 2:2-4
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”. ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.

ფსალმუნები 67:31-32
მოვლენ ეგვიპტის ელჩები, ქუში სწრაფად გაიწვდის ძღვენით სავსე ხელებს ღვთისკენ. ქვეყნიერების სამეფოებო, ღმერთს უმღერეთ, უფალს უგალობეთ!

აბაკუმი 2:4
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.

ფსალმუნები 45:8-9
მოდით და იხილეთ უფლის საქმენი, როგორ გააპარტახა დედამიწა. ის შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ცეცხლით გადაბუგავს ეტლებს.

მათეს 26:27-29
აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.

რომაელთა 8:17
ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.

ესაია 11:6
იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.

ესაია 65:20
აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.


მსგავსი თემები:

ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე       ათასწლოვანი სამეფო, საყოველთაო მშვიდობა და კურთხევა       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე აღადგენს ისრაელს       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე მუსრავს ბოროტებას

Advertisements