ათეიზმი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 13:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.” გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.

რომაელთა 1:20-32
ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით, ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ.

ეფესელთა 2:12
რომ იმ დროს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასო და უღვთონი იყავით სოფელში.

გამოცხადება 9:20
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

იერემია 17:15
აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო!

2 პეტრეს 3:3-5
უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და ამბობენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.” ისინი განზრახ ივიწყებენ იმას, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა, წყლისაგან და წყალით;

რომაელთა 2:14
ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.

ფსალმუნები 18:1-3
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს.

საქმეები 14:17
თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თვისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.”

დანიელი 4:24-37
ესაა მისი ახსნა, მეფეო, და ეს არის უზენაესის ბრძანება, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს. მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი ბინა; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ. ზეცის ცვარ-ნამით დასველდები და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს. ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო შეგრჩება, როცა შეიცნობ, რომ ცა ხელმწიფებს. ამიტომ, მეფეო, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით ჩამოიცილე, შენი უსამართლობანი კი – ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე.” ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე. თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?” მეფეს ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა სიტყვა, რომ ზეციდან ხმა ჩამოისმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გაგშორდა სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან გექნება ბინა, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.” მყისვე აღსრულდა ნაბუქოდონოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან. ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო. მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი – ფრინველის კლანჭებივით. „ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფრად ითვლება. თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო? მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა და კვლავ დადგენილი ვიქენ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად მომესართა. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზები – სამართლიანი, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.”

ესაია 41:20-23
რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს. წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე. მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.

ესაია 46:9-10
გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’

იობი 12:7-25
აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის. ან მიწას გაესაუბრე და ის გასწავლის, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს? მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და ყოველი ძეხორციელის. განა ყური არ განარჩევს სიტყვებს? განა სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს? სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში. ღმერთთანაა სიბრძნე და ძალი, მასთანაა რჩევა და გონება. აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, დაამწყვდევს კაცს და ვეღარ გამოიხსნება. აჰა, შეაკავებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გადახრავენ მიწას. მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი. ტყვედ მიჰყავს მრჩეველნი და მსაჯულებს აბრიყვებს. ბორკილებს აყრევინებს მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს. ფეხშიშველი მიჰყავს მღვდლები, და ამხობს ძლიერებს. ართმევს მეტყველებას თავდაჯერებულთ და გამჭრიახობას – უხუცესებს. დამცირებას ანთხევს დიდებულებზე და ძლიერთა სარტყელს ასუსტებს. აცხადებს იდუმალებებს ბნელიდან და სიკვილის აჩრდილი სინათლეზე გამოჰყავს. განადიდებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და მიუძღვის მათ. გონებას ურევს ქვეყნის ხალხთა თავკაცებს და უგზო-უკვლო უდაბნოში ახეტიალებს. ხელისცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ და მთვრალებივით დაბორიალობენ!”

1 ტიმოთეს 4:1-5
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა. ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.

Advertisements