ახალი კაცი ქრისტეში ბიბლიის მუხლები

2 კორინთელთა 5:17
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.

ეფესელთა 4:22-24
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება, და განიახლოთ თქვენი გონება სულით, და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.

კოლოსელთა 3:12-14
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.

რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.

კოლოსელთა 3:8-10
ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად, და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,

რომაელთა 13:14
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

2 კორინთელთა 3:18
ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

იოანეს 15:1-8
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.

1 იოანეს 5:4
რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი – ჩვენი რწმენა.

2 კორინთელთა 4:16
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.

ეფესელთა 2:14-16
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე. თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა; და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

1 იოანეს 3:9
ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.

ეზეკიელი 11:19
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.

ეფესელთა 3:16
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში.

კოლოსელთა 1:11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

იოანეს 3:6
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული.

Advertisements