ახლო ნათესავი ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 25:25-28
თუ გაღარიბდა შენი ძმა და გაყიდა თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. თუ გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ გაუჩნდა შესაძლებლობა და იშოვა გამოსასყიდი, რამდენიც საჭიროა მისი გამოსყიდვისთვის, მაშინ გამოითვალოს გაყიდულის წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა და დაუბრუნდეს თავის სამფლობელოს. თუ რამდენიც საჭიროა, იმდენ გამოსასყიდს ვერ იშოვის, მაშინ მის მიერ გაყიდული საზეიმო წლამდე დარჩება მყიდველს, ხოლო

იერემია 32:6-9
თქვა იერემიამ: „იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: აჰა, ხანამეელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან. უნდა გითხრას: იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, რადგან გამოსყიდვის უფლების თანახმად შენ უნდა იყიდოო“. უფლის სიტყვის თანახმად, მოვიდა საყარაულო ეზოში ხანამეელი, ჩემი ბიძაშვილი, და მითხრა: „იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, ბენიამინის ქვეყანაში, რადგან მემკვიდრეობით გეკუთვნის, შენია გამოსყიდვის უფლება, იყიდე!“ მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო. ვიყიდე მინდორი, ხანამეელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში რომ არის; ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი მივუწონე.

ლევიანნი 25:47-55
თუ მწირი ან ხიზანი შეძლებული გახდა, შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა მწირს, შენს ხიზანს ან მწირის ოჯახის შთამომავალს, მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა; ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას; ან ბიძა ან ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან რომელიმე მისი ნათესავი გამოისყიდის; ან თუ შეძლება ჰპოვა, თავის ხელით გამოისყიდება. უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა მას, საზეიმო წლამდე; წლების რიცხვზე განაწილდეს მისი ნასყიდობის ვერცხლი; როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ფული. თუ ცოტა წელია დარჩენილი საზეიმო წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს. როგორც დაქირავებული, ისე იქნება მასთან წლიდან წლამდე და არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. და თუ არ იქნა გამოსყიდული ამ გზით, მაშინ საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად;55რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

დაბადება 38:8-10
და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენს ძმას“. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და რო­ცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის. ბოროტებად ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.

მეორე რჯული 25:5-10
თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი. პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან. თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა. დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო, მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას. და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში

მათეს 22:23-28
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ბოლოს ქალიც მოკვდა. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა“.

რიცხვნი 5:5-8
უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა: აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა. თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.

რუთი 2:20
უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „უფალმა აკურთხოს იგი, რადგან მკვდრებიც შეიწყალა და ცოცხლებიც“. უთხრა ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი ახლო ნათესავთაგანი“.

რუთი 3:1-4
უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა, ნაყომიმ: „ჩემო ასულო, ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა. განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად. დაიბანე, ნელსაცხებელი წაიცხე, შენი საუკეთესო სამოსი ჩაიცვი, მერე ჩადი კალოზე, მაგრამ ვიდრე ჭამა-სმა არ დასრულდება, იმ კაცს არ დაენახო. როცა დაწვება დასაძინებლად, გაიგე სად წევს, მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი; და ის თვითონ გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე“.

2 მეფეთა 7:22-24
ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით. რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე? შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.

ესაია 43:1-7
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ. ვინაიდან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა და თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ეთიოპია და შება – თქვენს სანაცვლოდ. რადგან ძვირფასნი ხართ ჩემს თვალში და ღირსეულნი, მე შეგიყვარეთ თქვენ! ამიტომ სხვა ადამიანებს მივცემ თქვენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – თქვენი სიცოცხლისთვის. ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ. ჩრდილოეთს ვეტყვი: მიეცი! სამხრეთს: ნუ დააკავებ! მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან. ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!“

ესაია 54:5-8
რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება იგი. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, მიტოვებულს და სულით მგლოვიარეს, როგორც სიყმაწვილის ცოლს, უარყოფილს! ამბობს შენი ღმერთი. მცირე ხნით მიგატოვე და დიდი თანაგრძნობით შეგკრებ. მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!“ – ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.

იერემია 50:33-34
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება. მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.

იგავნი 23:10-11
ნურც ძველ საზღვარს გადასცდები და ნურც ობოლთა მინდვრებზე გადახვალ, ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.

ფსალმუნები 67:5-6
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში, ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.

ფსალმუნები 71:2-4
რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი – სამართლიანად. მთები მშვიდობას მოუტანენ ხალხს და ბორცვები სიმართლეს. სამართალს გაუჩენს ჩაგრულ ხალხს, იხსნის ღარიბთა შვილებს და შემუსრავს მჩაგვრელთ.

გალატელთა 4:4-7
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.6და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!“ ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.

გალატელთა 3:13-14
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული“. იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.

ებრაელთა 2:11-18
რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ; ამბობს რა: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ“. და კიდევ: „მივენდობი მას“. და კიდევ: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა“. რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი; და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს. ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად. რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.

 

Advertisements