ბეღურები ბიბლიის მუხლები

მათეს 10:29-31
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

ფსალმუნები 83:3
ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი – ბუდეს, რომ შენს სამსხვერპლოებთან ჩასხას თვისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!

ფსალმუნები 101:7
ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.

ლუკას 12:6-7
განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი ყოველი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

იგავნი 26:2
ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.

Advertisements