ბიბლია ქრისტიანულ ცხოვრებაში ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:97
რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.

ფსალმუნები 1:2
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.

ფსალმუნები 118:103
რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!

იობი 23:12
მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი.

ფსალმუნები 118:82
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?”

ფსალმუნები 118:161
მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.

ესაია 66:2
ყოველივე ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს!” – სიტყვა უფლისა. – „და ამას მოვხედავ – დამორჩილებულს და სულით დაცემულს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე.

ფსალმუნები 118:16
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს. გიმელ

ფსალმუნები 118:158
ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ.

იერემია 15:16
შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა.

ფსალმუნები 118:11
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.

ფსალმუნები 118:74
მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.

იოანეს 17:6
შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.

ფსალმუნები 118:99
ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი.

ფსალმუნები 118:162
ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.

ფსალმუნები 118:42
და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.

ფსალმუნები 118:67
ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.

ლუკას 8:21
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.”

ფსალმუნები 118:172
იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.

ფსალმუნები 118:105
სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.

ფსალმუნები 118:12
კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.

ფსალმუნები 118:133
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.

ფსალმუნები 118:25
მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

Advertisements