ბიბლიის აღწერა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 11:7
უფლის სიტყვები – წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.

ფსალმუნები 118:140
ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.

იგავნი 30:5
უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

ფსალმუნები 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს.

ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.