ბიბლიის შესწავლა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4:8-10
და რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ისეთი სამართლიანი წესები და სამართალნი, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს? მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს, ის დღე, როდესაც იდექი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: “შემიკრიბე ხალხი, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე მიწაზე ცოცხლობენ, და ასწავლონ თავიანთ ძეებს.”

მეორე რჯული 6:6-7
და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.

მათეს 13:52

მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.”

საქმეები 17:10-11
ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.

2 ტიმოთეს 2:15
ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

Advertisements